ეწია საქმე სიტყუათა, რაჲთა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამეთუ კაცი იგი შესაკრებელთმთავარი იყო, და გლოაჲ მისი დიდ იყო, რამეთუ შვილი იგი მხოლოდშობილი იყო ათორმეტისა წლისაჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს სიჭაბუკისა მისისა. ამის-თჳსცა გარდამატებული რაჲ იხილა გლოაჲ მათი უფალმან, მეყსეულად აღდგა და შეუდგა მას. ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოკუდებოდაო, ოდეს მთავარი იგი მოვიდა, და მერმე მოვიდეს და ჰრქუესო, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა“. ხოლო აქა იტყჳს მათე, ვითარმედ: „თაყუანის-სცემდა მთავარი იგი და ეტყოდა: ასული ჩემი აწღა აღესრულა“. ვითარ არს ესე? გარნა ესრეთ გულისჴმა-ყავთ: დაუტევა მან ასული თჳსი უკუანაჲსკნელთა აღმოფშჳნვათა შინა და, მოუჴდა რაჲ იესუს, ჰრქუა, ვითარმედ: „აწ აღესრულა“. იჭჳთ თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ აღსასრულსა ზედა დაეტევა, იტყოდა, ვითარმედ აწ მომკუდარ იყოს, რაჲთა უმეტესად შეასწრაფოს უფალსა. ხოლო იხილე სიზრქე გონებისა მისისაჲ, ვითარ ეტყჳს უფალსა, „მოედო და დასდევ ჴელი შენი“. ფრიად შორს იყო სიბრძნისა მისგან და სარწმუნოებისა...
მათეს სახარება 9:18
17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.19. წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
მათეს სახარება თავი 9