მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 14:2

1. უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,2. რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.3. უსურმაგი არაფერი შეჭამო,
მეორე რჯული თავი 14
2. რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...ებს და გვინდა ისინი უფრო მკაცრად ვამხილოთ, მათივე ხარისხებით მოვიხმობთ, რათა ბრალდება უფრო მძიმე გავხადოთ, და ვამბობთ: „დიაკონი მოიხმე“, ან: „ხუცესი მოიხმე“. ამრიგად, რაკი ესენიც „სამეუფოჲ მღდელობაჲ“ () და „ერ საზეპურო“ () იწოდებოდნენ და ამით დიდად ამაყობდნენ, ბრალდების სიმძიმეს სწორედ ამ პატივიდან ქმნის.

„აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (). რადგან ისინი აურაცხელ ბოროტებას ბედავდნენ, ბოროტების ამდენ სახეს სჩადიოდნენ — იტაცებდნენ, ანგარობდნენ, კლავდნენ, მრუშობდნენ, სისხლს სისხლზე ურევდნენ — და მაინც ფიქრობდნენ, თითქოს დიდ საქმეს აღასრულებდნენ და სჯულსაც და აღთქმასაც ასრულებდნენ, თუ ცხვრებსა და ხბოებს შესწირავდნენ. ამიტომ მათ ამით ჰკიცხავს, დასცინის და ამბობს: „აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (), ანუ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ უგუნურ ცხოველთა სხეულების დაკვლა ცხონებისთვის საკმარისია. **„და უთხრობენ ცანი...

სრულად ნახვა