...ნდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არათანამდები სიკუდილისაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ (3,14).
თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ იგი, აბრაჰამის მიმართ აღთქუმული, დაუმკჳდრა, ვითარ-იგი თქუმულ იყო, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი, რომელი-ესე ჰურიათა არა შეეტყუების, რომელნი-იგი თანამდებ იყვნეს წყევასა მას შჯულისა გარდასლვისასა; და ვერვინ, თჳთ თანამდები წყევისაჲ, სხუათა მიმცემელ ექმნეს კურთხევისა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ქრისტე იყო ნათესავისაგან აბრაჰამისა შობილ, და მისსა მიმართ, ესე იგი არს — მისგან იკურთხნეს ყოველნი წარმართ...