მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 28:16

15. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:16. წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად!17. წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი!
მეორე რჯული თავი 28
16. წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება:

...აწილად ყოფდა, ღმერთისგან ებრძანა, რომ ერთებს კურთხევა წარმოეთქვათ, სხვებს კი წყევლა. და კურთხევაც და წყევლაც მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველებანი იყო. რადგან ამბობდა: „და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.“ (); და ტომებმა, მრავალი ასეთი წყევლის შედგენით, ვრცელი სიტყვა დაასრულეს. იგივე უნდა ითქვას აქაც: წინასწარმეტყველება წყევლის წესით არის შედგენილი — იგი აუწყებს და წინასწარ წარმოთქვამს იმას, რაც იუდას თავს უნდა დასტეხოდა; შემდეგ კი, იუდას შემდეგ, სხვა თემას წამოჭრის და იმ ზოგიერთთა წინააღმდეგ მიემართება, რომელნიც მღვდელობას აუჯანყდნენ. ასე გვასწავლის, რა დიდი ბოროტებაა ღვთის მღვდლებს აუჯანყდე და მათ წინააღმდეგ მზაკვრობითა და უსამართლობით იმოქმედო. რადგან ნათქვამი სხვა არაფერია, თუ არა სწავლება იმის შესახებ, რა დაემართებათ მათ, ვინც მოყვასს უსამართლოდ ექცევა და ვინც მზაკვრობითა და გახრწნილი განზრახვით აღდგება უდანაშაულოთა წინააღმდეგ.

თუ შვილებსაც დასასჯელად მიიჩნევს, ნუ შეშფოთდები, საყვარელო; შვილებად აქ იმათ გულისხმობს...

სრულად ნახვა