მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 3:26

25. გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს.26. განმირისხდა უფალი თქვენს გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე.27. ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა.
მეორე რჯული თავი 3
26. განმირისხდა უფალი თქვენს გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...კორ 12:8), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (). რადგან აღთქმის ქვეყანაში შესვლას ითხოვდა, ეს კი მისთვის სასარგებლო არ იყო, ღმერთმა არ დაუშვა. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა რამეც, რაც არშესმენას იწვევს: როცა ცოდვებში ვრჩებით და ასე ვლოცულობთ.

ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). „ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?“ (). ამბობს: უღმრთოებისგან არ განდგომილან, შენ კი მათთვის ვედრებას აღავლენ? მაგრამ ამბობს: „რამეთუ არა ვისმინო“ (...

სრულად ნახვა