მეორე რჯული 31:15
14. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიწურა სიკვდილად შენი დღეები. დაუძახე იესოს, დადექით სადღესასწაულო კარავთან და მე დავმოძღვრავ მას. წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ სადღესასწაულო კარავთან.15. გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.16. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
მეორე რჯული თავი 31