მეორე რჯული 31:16
15. გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.16. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.17. აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
მეორე რჯული თავი 31