მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 32:32

31. რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.33. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
მეორე რჯული თავი 32
32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ს ნაყოფი - ყურძენი და ღჳნოჲ; ხოლო ცოფთა მათ და უგუნურთა ღჳნისა წილ ასუეს მას ძმარი და ყურძნისა წილ მიუპყრეს ნავღელი, რაჲთამცა წამონ თავისა თჳსისათჳს უკეთურებაჲ სოდომელთაჲ, რამეთუ ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ არს, ვითარცა იტყჳს მათთჳს მოსე, ვითარმედ: „საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძენი მათი“.

ამისთჳს უფალმან იცოდა, თუ ვითარსა ნაყოფსა ეგულების გამოღებად, და წინაჲთვე მიუთხრა იგავი იგი ვენაჴისაჲ მის და ჰრქუა: „გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფთა მისთა“.

ამას ყოველსა ზედა განუყვეს სამოსელი მისი მტარვალთა და არა ხედვიდეს ყოფადსა მას მათსა წარმართთა შორის განყოფასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „აჰა ესერა დღენი მოვლენ, და განიყოს ნატყუენავი შენი შენ შორის. და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი ბრძოლად იერუსალჱმსა ზედა, და წარიტყუენოს ქალაქი იგი, და წარიტაცნენ მკჳდრნი მისნი. რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდის მოსწყდეთ თქუენ, - იტყჳს უფალი ძალთაჲ“.

და რაჲთა შემოკლებულად ვთქუა, იკადრეს უშჯულოთა მათ მოკლვაჲ უფლისაჲ, გარნა სიკუდილი მისი იქმ...

სრულად ნახვა