მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 32:8

7. გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.9. რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
მეორე რჯული თავი 32
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“ (18,10).:

...თჳს განწესებულ და უფროჲსღა ყოველთათჳს მორწმუნეთა. რამეთუ მოციქული იტყჳს დედაკაცისათჳს: „ჯერ-არსო დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა ზედა ანგელოზთათჳს“; და მოსე იტყჳს: „დაამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“. ხოლო აქა არა ანგელოზთა ოდენ იტყჳს, არამედ ანგელოზთა დიდთა; რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს ამით სიტყჳთა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად ამას გამოაჩინებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად ვიტყჳ წმიდათა და ღმრთისმოყუარეთა კაცთათჳს? არცა თუ ვინმე უდებებასა შინა რასმე იხილო, გიჴმს შეურაც...

სრულად ნახვა