მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 4:2

1. ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.2. ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.3. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
მეორე რჯული თავი 4
2. ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).:

...ოძღურებასა ხუცესთასა?“ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა მღდელნი იგი მათნი თავით თჳსით მოძღურიდეს ახალთა მოძღურებათა, დაღაცათუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩუენებითა ამცნო მათ, რაჲთა არცა რაჲ შესძინონ, არცა დააკლონ; რამეთუ იტყჳს: „არა შესძინოთ სიტყუასა ამას ზედა, რომელსა გამცნებ დღეს, არცა რაჲ დააკლოთ მას“. ხოლო იგინი მრავალსა დააკლებდეს და მრავალსა ცუდად შესძინებდეს, ვითარცა ესე წინამდებარე სიტყუაჲ იყო: უბანელითა ჴელი-თა არაჭამაჲ, და განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ, და რაჲთა იბანებოდიან ზედაჲსზედა. რამეთუ ოდეს-იგი ჯერ-იყოღა დაცხრომაჲ მათი ზმნათაგან, მაშინღა უმეტესად განამრავლეს ზმნაჲ ერსა მას შორის, რაჲთა ყვნენ თავნი თჳსნი, ვითარცა რჩულისმდებელნი. და ესოდენად უშჯულოებად აღემატა საქმე იგი, ვიდრეღა მათთა მათ მცნებათა ისწრაფდეს დამტკიცებად და ღმრთისათა უგულებელსჰყოფდეს. და ესოდენ მტკიცედ აქუნდეს თავით თჳსით დაწესებულნი იგი ზმნანი, ვიდრეღა გარდასლვაჲ მათი დიდად საბრალობელად შეერაცხა და მცნებანი ღმრთისანი შეურაცხ-ეყვნეს. ამისთჳს აწ ამათ სხუაჲ იგი ყოველი დაუტევეს თქუმად - სასუმლებისათჳს და სტამნებისა და ქუაბებისა, რამეთუ საცინელ იყო, და უბანელითა ჴელითა ჭამისათჳს წარმოიღეს სიტყუაჲ. ესე ამისთჳს ყვეს და...

სრულად ნახვა