მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 4:35

34. ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?35. შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა.36. ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.
მეორე რჯული თავი 4
35. შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...და როგორ, ამბობს, შემოგყავს სხვა უფალი, როცა წერილი ცხადად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), „მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (), და „არა არს სხუა ღმერთ მისა გარე“ ()?

მაშ, მითხარი, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? უპირველესად, ის სიტყვები შენს უმადურებას მიემართა, იუდეველო. რატომ არ ითქვა ასეთი რამ არც აბრაამისთვის, არც ისააკისთვის, არც იაკობისთვის, არც მოსესთვის, არამედ მხოლოდ შენთვის, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ხბოს ქმნიდი? რის გამო, მითხარი? თუ თავად ვერ ხვდები, მიზეზი ჩემგან ისწავლე. რადგან, გამოსვლის შემდეგ ხბო რომ გააკეთე, ბეელფეგორს მიეძღვენი და ღმერთების დასისკენ იყავი გახელებული, ის ურჯულო მრავალღმერთიანობა შემოგქონდა; ამიტომ შენი სენის შესაკავებლად, არარსებული ღმერთებისგან გასარჩევად, სიტყვა „ერთი“ დაიდო, და არა მხოლოდშობილის უარსაყოფად. თორემ რის გამო...

სრულად ნახვა