მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 5:16

15. გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.16. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.17. კაცი არ მოკლა,
მეორე რჯული თავი 5
16. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევენით ეგენი; ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმა-თანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (15,14).:

...ი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოიფხურენ“. ესე სიტყუაჲ ფარისეველ-თა მათთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა თქუა და მათისა მის მოძღურებისათჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: მამისა ჩემისა მიერ ზეცათაჲსა დანერგულნი იგი მცნებანი არიან, ვითარმედ: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“, და შემდგომი ამისი. ხოლო მღდელთა მათ მიერ სირცხჳლისათა დაწესებულნი წესნი და წინააღმდგომნი საღმრთოთა მათ მცნებათანი აღმოფხურად არიან ძირითურთ; და ეგრეთვე, რომელნი-იგი უწესოთა მათ მოძღურებათა დააწესებენ, იგინიცა აღმოიფხურნენ. რამეთუ „ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმათანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“. რამეთუ დიდი ბოროტი არს სიბრმე, ხოლო ესე კუალად ფრიად უძჳრეს არს, რომელ ბრმაჲღა იყოს და წინამძღუარი არა ჰყვეს. უკუეთუ კულა წინამძღურობაჲცა სხუათა ბრმა-თაჲ იკადროს, სამკეცი არს ბოროტი ესე, რამეთუ უკუეთუ უწინამძღუროდ სლვაჲ ბრმისაჲ საცთურ არს, რავდენ უფროჲსად, უკუეთუ სხუათაცა ბრმა-თა უძღოდის? ესრეთ არიანო მწიგნობარნი ესე და ფარისეველნი.

ხოლო პეტრეს განუკჳრდა სიტყუაჲ იგი სხუათა მათ მოწაფეთა თანა. არამედ მათ ესმა რაჲ, თუ: „ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოი...

სრულად ნახვა