მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 5:29

28. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.29. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.30. წადი, უთხარი მათ: დაბრუნდით-თქო თქვენ-თქვენს კარვებში!
მეორე რჯული თავი 5
29. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...(დაბ. 18,21) და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მონებრივისა შემოსაჲ და ესევითართა სიტყუათა თქუმაჲ და ესევითართა საქმეთა შეურაცხთა თავსდებაჲ, - ყოველი ესე უღირს არს მისისა...

სრულად ნახვა