...რედ ამასვე უბრძანა მოსემ მათ, აღთქმის ქვეყანაში შესვლისას ეთქვათ და გულში ჰქონოდათ. რადგან ამბობს: „თუ ააშენებ ბრწყინვალე ქალაქებს და ფულის სიმდიდრით შემოირტყამ თავს, ნუ იტყვი: ჩემი სიმართლის გამო მოხდა ეს, არამედ იმ აღთქმათა გამო, რომლებიც შენს მამებთან დაიდო“ (; ; )2. რადგან არაფერია უგუნურებაზე უარესი; ამიტომ ღმერთი ყოველგვარი სახით და განუწყვეტლივ კვეთს მას. „და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა“ (). სიტყვა საყოველთაოდან ცალკეულზე გადააქვს: მთელ ქვეყნიერებაზე მომხდარიდან იმაზე, რაც იუდეველებს შეემთხვათ. უფრო მეტიც, თუ ვინმე ზუსტად გამოიკვლევს, ესენიც საყოველთაო საქმეთა რიგს იკავებს. რადგან რაც მათ მიმა...
მეორე რჯული 6:10
9. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.10. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,11. ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,
მეორე რჯული თავი 6