მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 6:13

12. ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.14. ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
მეორე რჯული თავი 6
13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...მაგრამ რა არის მათი ბრძნული მსჯელობა? „და როგორ შემოგყავს სხვა უფალი, — ამბობს იგი, — როცა წერილი ცხადად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), „მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (), და „არა არს სხუა ღმერთ მისა გარე“ ()?“

მაშ, მითხარი, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? უპირველესად, ის სიტყვები შენს უმადურებას მიემართა, იუდეველო. რატომ არ ითქვა ასეთი რამ არც აბრაამისთვის, არც ისააკისთვის, არც იაკობისთვის, არც მოსესთვის, არამედ მხოლოდ შენთვის, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ხბოს ქმნიდი? რის გამო, მითხარი? თუ თავად ვერ ხვდები, მიზეზი ჩემგან ისწავლე. რადგან გამოსვლის შემდეგ ხბო გააკეთე, ბეელფეგორს მიეძღვენი და ღმერთების დასისკენ იყავი გატაცებული, ის ურჯულო მრავალღმერთიანობა შემოგქონდა; ამიტომ, შენი სენის შესაკავებლად, არარსებულ ღმერთებთან დაპირისპირებით დაადგინა სიტყვა „ე...

სრულად ნახვა