...„გულითა“ (): არა უბრალოდ სიტყვებით, არც მხოლოდ ენითა და პირით, არამედ გონებითაც. ასევე ამბობდა მოსეც, როცა რჯულს ადგენდა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (). აქ, ვფიქრობ, „აღიარებაში“ მადლობის აღვლენას გულისხმობს. „ვუგალობ“, ამბობს, ანუ მადლობას აღვავლენ. რადგან მთელ ცხოვრებას ამას ახმარდა: აქედან იწყებს და ამითვე ასრულებს; მისი მუდმივი საქმე ის იყო, რომ მადლობა აღევლინა როგორც მის მიმართ აღსრულებული სიკეთეებისთვის, ისე სხვებისადმი აღსრულებული კეთილისყოფებისთვის. რადგან ღმერთი არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც ამას: ეს არის მსხვერპლი, ეს არის შესაწირავი, ეს არის მადლიერი სულის ნიშანი, ეს არის ეშმაკის წინააღმდეგ მიყენებული დარტყმა. ამის გამო ნეტარი იობი გვირგვინს იღებდა და ქებით ცხადდებოდა: როცა ურიცხვი განსაცდელი დაატყდა და ცოლიც დაბრკოლებას უქმნიდა, არ შეირყა, არამედ ყოველივესთვის მეუფეს მადლობას სწი...
4. ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.5. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.6. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
მეორე რჯული თავი 6