...უნველობას მიცემა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა დავითმა ნეტარი უწოდა მას, ვინც უფლის „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (). და ნეტარი მოსე, იუდეველ ხალხს რომ ასწავლიდა, ამბობს: როცა „ჰჭამდე" და სვამდე „და განსძღებოდე", მოიხსენე „უფალი ღმერთი შენი" (). ხედავ, როგორ სწორედ მაშინ, ესე იგი, საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა მივიტანოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლად და ფრთხილად ვიყოთ, ყოველი შემოსასვლელი დავუხშოთ და სულიერი საზრდო არასოდეს ავიცდინოთ. ამაშია თქვენი ცხონება, ამაშია სულიერი სიმდიდრე, ამაშია უსაფრთხოება. თუ ასე ვიცავთ მუდამ თავს კითხვითა...
მეორე რჯული 8:10
9. ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.10. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.11. ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
მეორე რჯული თავი 8