მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე რჯული 8:3

2. გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.4. აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
მეორე რჯული თავი 8
3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი საზრდელი და აღთქმის წყალობა:

... რადგან როგორც სხეული საზრდოობს, ასევე საზრდოობს სულიც. და რომ იგი საზრდოობს, მოისმინე: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (; ). ამგვარად, სწორედ ამ საზრდელს ამბობს, რომელიც განსაკუთრებით მისცა თავის მოშიშებს: სიტყვით სწავლებას, დამოძღვრას და მთელ სიბრძნეს. „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). კვლავ, იუდეველთა უგუნურებას რომ აცხრობს და მათ ქედმაღლობას კვეთს, უფრო კი აჩვენებს, რომ სიკეთეები, რომლებითაც ისარგებლეს, საკუთარი ღირსების გამო კი არ მიიღეს, არამედ მამებისადმი მისი სიყვარულისა და მათთან დადებული აღთქმების გამო, ამბობს: „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). სწორედ ამასვე უბრძანა მოსემ მათ, აღთქმის ქვეყანაში შესვლისას ეთქვათ და გულში ჰქონოდათ. რად...

სრულად ნახვა