მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მიქა 1:16

15. ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.16. თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან.
მიქა თავი 1
16. თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9.:

...იობმაც ხომ თავი გადაიპარსა, როცა შვილთა უბედურება გაიგო. და შემდგომ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ძაძასთან და გოდებასთან ერთად პარსვაც იქნებოდა. და სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა“ (). „და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ“ (). ნუთუ ეს ყოველივე საშინლად და აუტანლად არ გეჩვენება?

მაგრამ ჩვენთვის სასჯელი ამით არ შეჩერდება: ამას შხამიანი მატლი და დაუსრულებელი სიბნელე მოჰყვება. რადგან თუ მათ სამკაულის ნაცვლად ტყვეობა, მონობა და უკიდურესი ბოროტებები ელოდათ; ხოლო რომ სწორედ ეს ითხოვდა სასჯელს და ღმერთი საგანგებოდ ამ ცოდვას სჯიდა, ისმინე, როგორ ჩამოთვალა ის ყველაფერი და მიზეზიც დაურთო: „ესე შენდა ნაცვლად შემკულებისა“ (ესაია 3:24; ოქროპირის ტექსტით)14; მაშ, თუ მოკაზმულმა იუდეველმა ქალებმა ასეთი სა...

სრულად ნახვა