მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მიქა 3:8

7. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.9. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.
მიქა თავი 3
8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა“** (), რათა ვინმემ ნათქვამი ადამიანურ სიბრძნედ არ ჩათვალოს. და მხოლოდ ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ სხვა რამ დაუმატა და თქვა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (). რადგან მადლი მათ მხოლოდ ბრძენებად კი არ ქმნიდა, არამედ ძლიერებადაც; არა სხეულის აგებულებით, არამედ სულის მტკიცე განწყობით. რადგან მათ საქმე ჰქონდათ კადნიერ და უსირცხვილო ხალხთან, წინასწარმეტყველთა სისხლს მოწყურებულთან და წმინდანთა დაკვლაში გაწაფულთან; ამიტომ ბუნებრივად სჭირდებოდათ დიდი ძალა, რათა ამ ხალხის გამოუთქმელ მოძალებას არ დაეფრთხოთ.

სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ ()....

სრულად ნახვა