...ომორრაჲ“** (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვწვრთნიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.
ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს: კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხეში დასვა, და კვლავ კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხიდან განდევნა; კეთილისმყოფელი იყო, როცა წარღვნა მოავლინა, და კეთილისმყოფელი იყო, როცა სოდომელთა ის ცეცხლი ჩამოიტანა. და რაც კი ვინმემ მომხდართაგან დაასახელოს, თითოეულს იგი კეთილისყოფად აქცევს. კეთილისმყოფელმა გეენითაც დაგვემუქრა; და როგორც მამები შვილებისთვის მამებად რჩებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა კურნავენ, არამედ მაშინაც, როც...