...აქ ისინი მხოლოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას კი არ დასტირიან, არამედ ბარბაროსებთან ცხოვრებასაც. ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა ამჟამინდელი ცხოვრების გამო გლოვობდნენ და ამბობდნენ: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს“ (); და თვით ეს წინასწარმეტყველიც ამბობს: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ“ (). რადგან ცხოვრება მხოლოდ იმით კი არ არის მძიმე, რომ მრავალი ამაოება და უდროო საზრუნავი აქვს, არამედ იმითაც, რომ ბოროტთა მოზღვავებაც დიდია. ასეთებთან ურთიერთობაზე უფრო მძიმე და ძნელი კი არაფერია. რადგან კვამლი და მშრალი სიცხე ისე არ ამძიმებს თვალებს, როგორც ბოროტებთან ურთიერთობა სულებს შფოთში აგდებს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეც აჩვენებს ასეთი ცხოვრების სიმძიმეს? რადგან როდესაც ამბობს: „ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“ ()...
1. ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.2. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.3. გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
მიქა თავი 7