მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:10

9. ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 1
10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა ესერა, ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა და ჰრქუეს მათ (1,10).:

თარგმანი: ჰხედვიდეს, არამედ ვერ სრულიად განიცდიდეს სიმაღლისაგან ცისა და უძლურებისაგან თუალთაჲსა. ამისთჳს ანგელოზნი, რომელნი მარადის ჩუეულ იყვნეს ჩუენებად კაცთა ყოველსავე შინა ქრისტეს განკაცებისა საიდუმლოსა, ხარებითგან ვიდრე ამაღლებამდე იგინივე აწ კაცად შეცვალებულნი ეჩუენნეს მოციქულთა, რაჲთა არა შეაშფოთნენ იგინი, ხოლო ორნი ამისთჳს, რამეთუ პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. რჩეული სამკვიდრებელი და ქრისტეს ამაღლება:

...ძალამ წარმართა. რადგან მხოლოდ ადამიანურ ბუნებას არ ძალუძდა უცხო გზით სვლა. ხოლო მხოლოდშობილი საკუთარი ხელმწიფებით ამაღლდა. ამიტომაც ლუკაც ასე ამბობდა: „და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა“ (). არ უთქვამს: „როცა იგი აჰყავდათ“, არც „როცა ატარებდნენ“, რადგან მომხდარი მისი საკუთარი სვლა იყო. ხოლო თუ ჯვრამდე წყალთა ზედა დადიოდა, როდესაც ჯერ კიდევ ვნებადი და მძიმე სხეული ემოსა, რა არის საკვირველი, თუ უხრწნელი სხეულის მიღების შემდეგ ჰაერსაც კვეთდა?

სადღაა მაშინ „ღაღადებითა“ ()? ვინ ღაღადებდა, როდესაც იგი ამაღლდა? თუმცა ეს დუმილით მოხდა და მხოლოდ თერთმეტი მოწაფე ესწრებოდა. ხედავ, რომ სიტყვები ზედაპირულად კი არ უნდა გავიგოთ, არამედ უნდა ვიცოდეთ, რას აღნიშნავს ისინი? ფსალმუნის შესავალში ვამბობდი, რომ ღაღადი სხვა რ...

სრულად ნახვა