მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:13

12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.
მოციქულთა საქმეები თავი 1
13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იოკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი (1,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან მოშიშ იყვნეს სლვად ქალაქსა შინა, ამისთჳს, შე-რაჲ-ვიდეს ქალაქად აღჴდეს გოდლად, რაჲთა არა ადვილად შესაპყრობელ იქმნენ. ხოლო კეთილად აღჰრაცხს მოწაფეთა, ვითარმედ, რომელნი-იგი ჯუარცუმასა მიმო-დაიბნინეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა, არცა ერთი მათგანი აკლდა. არამედ პეტრეს უარისყოფაჲ სამ-გზისი სამ-გზის კითხვითა და ცრემლითა აღეჴოცა, და თომა, ურწმუნო-ქმნილი, განხილვითა გუერდისაჲთა მორწმუნე-ქმნილ იყო. ყოველნივე იყვნეს პატივსა მოწფობისასა, თჳნიერ საწყალობელისა მის განმცემელისა.

ხოლო სახელები მოციქულთაჲ ესრეთ გამოითარგმანების: პეტრე - განმჴსნელად ანუ მცნობელად ანუ მსმენელად; იოვანე — მადლად ღმრთსა; იაკობ — მწიხნელად ტკივილისა; ანდრია — ძალად შუენიერად ანუ განსჯილად; ფილიპე — პირად ჴელთა ანუ პირად ლამპრისა; თომა — უფსკრულად ანუ მარჩბივად: ბართლომე — ძედ წყალთა დამკიდებულად; მატთე — მონიჭებულად; იაკობ — მპყრობელად უკუანაჲსკნელისა (ამას იაკობს ალფესსა თადეოსცა ეწოდებოდა), ხოლო სიმონ — სწავლად ცხორებისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის