მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 1:17

16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.
მოციქულთა საქმეები თავი 1
17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქმა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპრობელთა მათ იესუჲსთა. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის (1,16-17).:

თარგმანი: ძმად წოდებითა ნუგეშინის-სცემს მას და აღსძრავს ურთიერთას სიყუარულად, ვითარცა შუენის კაცთა, რამეთუ სიძულილი გარეგან არს კაცთა ბუნებისა, ხოლო წინაჲსწარმეტყუელებასა დავითისსა სულისა მიერ წმიდისა თქუმულად უწოდს პირითა დავითისითა, და სიტყუასა მას ქუემო-რე მოიჴსენებს მოღებითა ას და მერვისა ფსალმუნისაგან. ხოლო აწ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო ყოფადი, ვითარცა ყოფილი, ღმრთისა მიერ ყოვლისავე მეცნიერისა. და სახელსა რაჲ იუდაჲსსა იტყოდის, არა დაჰრთავს გინებასა ანუ წყევასა, ვითარმცა ეთქუა: "ბილწმან" ანუ "უკეთურმან", არამედ ლიტონად მოგჳთხრობს წესითა თხრობისაჲთა, რაჲთა ჩუენცა ესევითართა მიმართ არა მაგინებელ ვიყვნეთ, რამეთუ კმა იყო მისსა ესე ოდენ, ვითარ ნაწილისაგან მოწაფეთაჲსა განვარდა და წინამძღუარ იქმნა შემპყრობელთა მოძღურისა მის სახიერისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის