თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგებელი იუდაჲსი, რომელ არს პატივი მოციქულებისა მისისაი, სხუასა მიღებად უცი და აწ თვთ უტყვს ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაგანი, რომელნი არა მეყსა შინა შეკრებულ არიან, არამედ მიერითგანი, ვინაჲთგან შემოვიდა იესუ (არა შობასა უწოდს შემოსლვად, არამედ ნათლის-ღებასა, რამეთუ მაშინღა შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო შეკრებად მოწაფეთა. ამისთჳს არა სოფლად შემოსლვასა იტყჳს, არამედ მათდა შემოსლვასა, ოდეს-იგი იწყო მოწოდებად მოწაფეთა; და განსლვად ამაღლებასა უწოდს), აწ უკუე ჯერ-არსო, იტყჳს, რაჲთა მიერ ნათლის-ღებითგან და ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა შეკრებულთა მოწაფეთაგანი ერთი ჩუენ ათორმეტთა რიცხუსა აღმავსებელ იქმნეს ადგილსა მას განმცემელისასა. ესე ჰრქუა ქმნად და გამორჩევაჲ იგი ყოველთა წინა-უყო, რაჲთა სწორებითა მით პატივ-ცემულ იქმნნე და არა ეშურვნენ ზოგადითა განზრახვითა გამორჩეულსა მას, არამედ პატიოსან იქმნეს იგიცა, ვითარცა სწორთა მიერ და ერთ-ნება ქმნილთა გამორჩეული. ხოლო რად არა სასწაულთა მოწამედ, ვიდრეღა აღდგომისასა, ეძიებს ყოფად? — ამისთჳს, რამეთუ...
მოციქულთა საქმეები 1:21
20. ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.21. ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.
მოციქულთა საქმეები თავი 1