თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგებელი იუდაჲსი, რომელ არს პატივი მოციქულებისა მისისაი, სხუასა მიღებად უცი და აწ თვთ უტყვს ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაგანი, რომელნი არა მეყსა შინა შეკრებულ არიან, არამედ მიერითგანი, ვინაჲთგან შემოვიდა იესუ (არა შობასა უწოდს შემოსლვად, არამედ ნათლის-ღებასა, რამეთუ მაშინღა შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო შეკრებად მოწაფეთა. ამისთჳს არა სოფლად შემოსლვასა იტყჳს, არამედ მათდა შემოსლვასა, ოდეს-იგი იწყო მოწოდებად მოწაფეთა; და განსლვად ამაღლებასა უწოდს), აწ უკუე ჯერ-არსო, იტყჳს, რაჲთა მიერ ნათლის-ღებითგან და ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა შეკრებულთა მოწაფეთაგანი ერთი ჩუენ ათორმეტთა რიცხუსა აღმავსებელ იქმნეს ადგილსა მას განმცემელისასა. ესე ჰრქუა ქმნად და გამორჩევაჲ იგი ყოველთა წინა-უყო, რაჲთა სწორებითა მით პატივ-ცემულ იქმნნე და არა ეშურვნენ ზოგადითა განზრახვითა გამორჩეულსა მას, არამედ პატიოსან იქმნეს იგიცა, ვითარცა სწორთა მიერ და ერთ-ნება ქმნილთა გამორჩეული. ხოლო რად არა სასწაულთა მოწამედ, ვიდრეღა აღდგომისასა, ეძიებს ყოფად? — ამისთჳს, რამეთუ...
მოციქულთა საქმეები 1:22
21. ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.
მოციქულთა საქმეები თავი 1