თარგმანი: რაჲსათჳს წილთ-გდებით ჰყოფენ გამორჩევასა? ამისთჳს, რამეთუ არღა მოეღო სული წმიდაჲ, არცა მადლი საიდუმლოთა გამოცხადებისაჲ, და წარეკითხა თხრობაჲ იგი, რომლისაგან მოიღეს სახედ, ვითარმედ უკუეთუ ლიტონთა კაცთა შორის, თჳნიერ ლოცვისა, ესოდენი გამოცხადებაჲ იქმნა წილთ-გდებისა მიერ იონაჲსთჳს, რაოდენ უფროჲს მოციქულთა შორის და ლოცვით მვედრებელთა ღმრთისათა. ვინაჲცა ამასვე წესსა ვითხოვ მე აწცა მკჳდრთაგან ეკლესიისათა, რაჲთა არა კაცობრივისა გულის-თქუმისა ნიჭ ჰყოფდენ პატივსა ეპისკოპოსობისა და მოძღურებისასა, ნუცა კუალად ურთიერთას ჴდომითა და შურითა ჰყოფდენ გამორჩევასა, არამედ ლოცვით და ვედრებით ღმრთისა მიერსა ითხოვდედ განჩინებასა. არა ყოველთა მიმართ არს სიტყუაჲ ჩემი, არამედ მათდა მიმართ, რომელთა გული უთქუამს მთავრობად და ჴელმწიფებად სულთა ზედა კაცთასა, არა თუ ძმათა განსუენებისა, არამედ თჳსისა დიდებისმოყუარებისათჳს, რამეთუ, უკუეთუმცა უწყოდეს, ვითარმედ ყოველთა სიმძიმისა ტჳრთვაჲ უჴმს წინამძღუარსა, არამცა სუროდა წინამძღურობად. რამეთუ სხუათა განრისხებულთა შეენდობვის, ხოლო მას — არა; და სხუანი თუ ცოდვიდენ, მიეტევების, ხოლო მას — არა, რამეთუ ყოველთა...
მოციქულთა საქმეები 1:26
25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.26. და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
მოციქულთა საქმეები თავი 1