თარგმანი: სამ გზის ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ სახე იყო სამთა შთაყოფათა ემბაზისათა, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, და ყოველთა უქადაგებდა სამგუამოვნებასა ერთღმრთეებისასა, ვინაჲცა, რომელნი-იგი ჭურჭელსა მას შინა ეგნენ ტილოჲსასა, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ და არა განვარდენ მისგან, სარწმუნოებისა ანუ საქმეთა კეთილთა ჴუებულებითა, კუალად ზეცად აღამაღლებს მათ, ვითარცა ზეცით ცხოვნებულთა და კუალად მუნვე მიცვალებადთა. ხოლო ესევითარისა ამის ჩუენებისა მიმართ ამისთჳს წინა-აღდგომით თქუა პეტრე — "ნუ-სადა, უფალო" —რამეთუ ჰგონებდა აბრაჰამისებრ გამოცდასა მისსა.
მოციქულთა საქმეები 10:16
15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.17. ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 10