თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ ემალვის იგი ერის კაცსა მას მჴედარსა, ამისთჳს პირველად ეტყჳს: მე ვარ, რომელსა ეძიებთ; და ეგრეთღა ჰკითხავს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს მოსრულ არიან. ხოლო იგინი პირველად წარმოუთხრობენ სათნოებათა კორნილიოჲსთა, რაჲთა არა უღირს იჩინოს მისლვად მისსა, რომელი-იგი, დაღაცათუ წარმართ არს, ყოველთა პურიათა მიერ წამებულ არს ღმრთისმოშიშებისათჳს. ამისსა შემდგომად ბრძანებასა ანგელოზისასა აუწყებენ მიწოდებისათჳს მისისა, ხოლო თავი მოციქულთაჲ პირველად სახესა მისცემს სიყუარულით სტუმრობისასა, და ეგრეთღა წარჰყვების მათ, და თანა-წარიტანებს ძმათა იოპით, რაჲთა აქუნდენ იგინი მოწამედ, რაჟამს სიტყუაჲ მიეჴადებოდის ვიეთგანმე წარმართთა თანა შესლვისათჳს.
მოციქულთა საქმეები 10:21
20. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ?22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.
მოციქულთა საქმეები თავი 10