თარგმანი: ესრეთ უტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონეს, ვითარმცა კაცობრივითა შიშითა ასისთავისა მთავრობისაჲთა დამეჴსნა წესი სჯულისაჲ, არამედ ბრძანებითა უფლისაჲთა შემოვედ თქუენდა. ხოლო ბრძანებაჲ ესე პეტრეს მიმართი ზოგადი არს ჩუენ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ, რაჲთა ძლიერნი სულითა და შემძლებელნი რგებად არცა ერთისაჲ ვის ურწმუნოთაგანისა მიახლებასა შეგინებულად შევჰრაცხდეთ, უკუეთუ ოდენ გუაქუნდეს იჭჳ მოქცევისა მათისაჲ. ამისსა შემდგომად მიზეზსა იკითხავს პეტრე თჳსისა მიწოდებისასა, რაჲთა, რომელი თჳთ უწყოდა, მათგანცა ესმეს და თჳსითა პირითა აღიარონ, ვითარმედ სწყურის მათ სწავლად სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.
მოციქულთა საქმეები 10:28
27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული.28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?
მოციქულთა საქმეები თავი 10