თარგმანი: ოდეს-იგი უმეტეს დაწყნარებით და მოცალებით ლმობიერ იყო ლოცვასა შინა ცხრა ჟამს, ეჩუენა ანგელოზი ხილვითა განცხადებულითა, და პირველად ზომიერითა შიშითა აღპყრობილ ყო გონებაჲ მისი, და ეგრეთღა მიუთხრა, რასა-იგი უბრძანებდა ქმნად. ხოლო პირველად ახარა, ვითარმედ მოწყალებითა ფრთოვან იქმნა ლოცვაჲ მისი აღსლვად წინაშე ღმრთისა, რომელმან მოიჴსენა აღვსებად სარწმუნოებითა სიმრავლე იგი კეთილთა საქმეთა მისთაჲ. ამისსა შემდგომად არა პეტრეს მიმართ მიავლენს, რაჲთა არა იგი ოდენ მარტოჲ ცხონდეს, არამედ პეტრეს მოწოდება სცემს, რაჲთა, ყოვლით სახლეულითურთ ცხოველ იქმნეს სარწმუნოებით ქრისტესითა, და ზედა-მიწევნით აუწყებს ადგილსა პეტრესსა და სახლსა შემწყნარებელისა მისისასა თანა ჴელოვნებითურთ, რაჲთა არა შეცთომილნი მიმოეძიებდენ მას, არამედ ზღჳს კიდესა იძიონ, რამეთუ მარადის ჩუეულებაჲ აქუნდა მოციქულთა ძიებად ადგილსა მყუდროსა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან: მივედით თქუენ თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა.
მოციქულთა საქმეები 10:3
2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი.3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს!4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
მოციქულთა საქმეები თავი 10