მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 10:37

36. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი.37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე.38. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
მოციქულთა საქმეები თავი 10
37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ. შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე, იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი(37რქ)-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ არა ყოვლისა ერისა, არამედ მოწამეთა ამათ რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა (10,37-41).:

თარგმანი: ვინაჲთგან მახლობელ იყვნეს იერუსალემსა, ამისთჳს თჳთ მათვე მიიყვანებს მოწამედ, რამეთუ ასმიოდა ნათლის-ცემისათჳს იოვანესსა, და ვითარ-იგი ქადაგებდა ქრისტესა ყოველთა მიმართ მკჳდრთა გალილეაჲსა და ჰურიასტანისათა, განმავალთა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იესუ ნაზარეველ უწოდს ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ბუნებით ძესა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. და კაცობრივ ცხებასა მისსა იტყჳს ღმრთისა მამისა მიერ, რამეთუ არა თესლითა მამაკაცისაჲთა მუცლად-იღო იგი ქალწულმან ყოვლად უბიწომან, არამედ სული წმიდაჲ აგრილობდა მას და ძალი მაღლისაჲ ჰფარვიდა. და ამიერ იშენა ჴორცთა ტაძარი სიტყუამან და ძალმან მამისამან. ხოლო არა ღმრთეებით, არამედ კაცობრივ ეცხო საცხებელი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინა გზა-უყოს და დასაბამ ექმნეს ბუნებასა კაცთასა მიღებისათჳს ნიჭსა სულისასა, რამეთუ ღმრთეებით ვითარცა მამისაგან, ეგრეთვე ძისაგან განუშორებელ არს სული წმიდაჲ, და თანა-სამარადისო. ამისსა შემდგომად საქმესა იტყჳს, რომელი წარჰმართა ძემან ღმრთისამან ჴორცთ-შესხმითა თჳსითა, ესე იგი არს ჴსნაჲ კაცთაჲ ტყუეობისაგან, რომელნი სულით და ჴორცით განხრწნილ იყვნეს მძლავრებისაგან ეშმაკისა. და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის