მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 10:42

41. მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.
მოციქულთა საქმეები თავი 10
42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს ღმრთისა მიერ განჩინებული მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ (10,42).:

თარგმანი: ესე არს ძალი ქადაგებისაჲ, ვითარმედ: ღმერთმან ჴორცნი შეისხნა, და ესე არს წამებაჲ მისთჳს, რამეთუ უწამებდეს მოციქულნი ერსა, ვითარმედ: უბრალომცა ვართ სისხლისაგან თქუენისა, ნუ-უკუე უმეცრებით ლიტონად კაცად სახილველობითა შეურაცხ ჰყოთ ღმრთისა მიერ განჩინებული, ესე იგი არს მისვე მამულისა არსებისაგან შობილი ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. ცხოველ ეწოდების სულთა, ხოლო მკუდარ — ჴორცთა მათ მკუდრეთით აღდგომილთა, და ამით პირითა მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ — ერთბამად სულთა და ჴორცთა ჩუენთა მსაჯულ არს დღესა მას საშჯელისასა, რაჲთა ზოგად მიაგოს მათ, რაჲცა რაჲ ზოგად ქმნეს სოფელსა ამას შინა. და კუალად სახისმეტყუელებით ცხოველ ეწოდების მართალთა და მკუდარ — ცოდვილთა. და ამით პირითა მსაჯული იგი ცხოველთა და მკუდართაჲ მსაჯულ იწოდების მართალთა და ცოდვილთა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ ყოველნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის