თარგმანი: ოდეს-იგი უმეტეს დაწყნარებით და მოცალებით ლმობიერ იყო ლოცვასა შინა ცხრა ჟამს, ეჩუენა ანგელოზი ხილვითა განცხადებულითა, და პირველად ზომიერითა შიშითა აღპყრობილ ყო გონებაჲ მისი, და ეგრეთღა მიუთხრა, რასა-იგი უბრძანებდა ქმნად. ხოლო პირველად ახარა, ვითარმედ მოწყალებითა ფრთოვან იქმნა ლოცვაჲ მისი აღსლვად წინაშე ღმრთისა, რომელმან მოიჴსენა აღვსებად სარწმუნოებითა სიმრავლე იგი კეთილთა საქმეთა მისთაჲ. ამისსა შემდგომად არა პეტრეს მიმართ მიავლენს, რაჲთა არა იგი ოდენ მარტოჲ ცხონდეს, არამედ პეტრეს მოწოდება სცემს, რაჲთა, ყოვლით სახლეულითურთ ცხოველ იქმნეს სარწმუნოებით ქრისტესითა, და ზედა-მიწევნით აუწყებს ადგილსა პეტრესსა და სახლსა შემწყნარებელისა მისისასა თანა ჴელოვნებითურთ, რაჲთა არა შეცთომილნი მიმოეძიებდენ მას, არამედ ზღჳს კიდესა იძიონ, რამეთუ მარადის ჩუეულებაჲ აქუნდა მოციქულთა ძიებად ადგილსა მყუდროსა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან: მივედით თქუენ თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა.
მოციქულთა საქმეები 10:5
4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე.6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას.
მოციქულთა საქმეები თავი 10