მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 10:8

7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს,8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი.
მოციქულთა საქმეები თავი 10
8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისკაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ (10,7-8).:

თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ კეთილად მსახურნი, წინაშე მდგომელი მონებითურთ მიავლინნა პეტრესსა, რამეთუ წმიდისა თანა წმიდა და რჩეულისა თანა რჩეულ იყვნეს ყოველნი მსახურნი და მახლობელნი მისნი, რომელთა არა სილაღით უბრძანებს მოწოდებად პეტრესსა, არამედ ყოველსა მას წარმოუთხრობს ჩუენებასა და სიტყუასა ანგელოზისასა მისსა მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის