თარგმანი: საკჳრველ არს უზომოჲ იგი სიმშჳდე და სიმდაბლე პეტრესი, ვითარ არა განმწარდების, არცა უღირს იჩენს სიტყჳს მიჴდად მოწაფეთაგან და ძმათა — თავი მოციქულთაჲ და მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ გრძელითა სიტყჳს-გებითა გულსავსე ჰყოფს მათ, და თანა-იწამებს ექუსთა მათცა ძმათა, თანა წარტანებულთა იოპით, და მასვე წარმოიტყჳს თხრობასა ჩუენ მიერ ზემო განმარტებულსა, რომლითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არარაჲ თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ ყოველივე საღმრთოჲთა ჩუენებითა, რომელსა არა მყის მივჰყევ, არამედ წინა-აღდგომით ვეტყოდე: ნუ იყოფინ, უფალო; ვიდრემდის კუალად მესმა ჴმაჲ, რაჲთა არარაჲ შევჰრაცხო შეგინებულად, და მოვიდეს რაჲ მწოდებელნი, არა თავით ჩემით გარდავედ მათდა, ვიდრე არა მიბრძანა სულმან წმიდამან. და წარვედ რაჲ მათ თანა, არა მყის ნათელ ვეც, ვიდრე არა მისწრო მოფენამან სულისამან. ამისსა შემდგომად მოაჴსენებს მათ, ვითარმედ არა ახალი რაჲმე და უცხოჲ იქმნა, არამედ წინა-მოსწავებული უფლისა მიერ, ვითარმედ: ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა. ამისთჳს არარაჲ მიქმნიეს თავით თჳსით, არამედ ყოველივე ბრძანებითა საღმრთოჲთა. იხილე, ვითარ არა წარმოუთხრობს სათნოებათა...
მოციქულთა საქმეები 11:12
11. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი.12. სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი.13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს;
მოციქულთა საქმეები თავი 11