თარგმანი: ვითარმცა თჳთცა მათ თანავე ჩივნეულ იყო ცხოვნებისათჳს წარმართთაჲსა, ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გარეშე ნებისა ჩემისა ვყავ, რაჲ-იგი ვყავ, რამეთუ ეერ შეუძლებდ წინა-აღდგომად ბრძანებასა ღმრთისასა. ესრეთ ღონიერად სიტყჳს-გებითა დაადუმებს ყოველთა მდრტჳნავთა, და დრტჳნვისა წილ მმადლობელ ჰყოფს ღმრთისა, რომელმან ესოდენ უსასოთა მათ და განწირულთა წარმართთა განუღო კარი სინანულისა და ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.
მოციქულთა საქმეები 11:17
16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.
მოციქულთა საქმეები თავი 11