მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 11:19

18. ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.
მოციქულთა საქმეები თავი 11
19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელნი-იგი მიმო-დაიბნინ ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად. არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად. იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ, და ახარებდეს უფალსა იესუს (11,19-20).:

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ დევნულებაჲთა იგი და იერუსალემით ლტოლვაჲ მოწაფეთაჲ შემდგომად სტეფანეს დაქოლვისა საცხორებელად მრავალთა განაგო, რაჲთა არა ჰურიასტანს ხოლო შემოიწეროს, არამედ ყოველსა სოფელსა მიმოდაითქუას ქადაგებაი მისი, რომელსა დაღაცათუ ჰურიათაგანნი იგი. და ჰურიასტანით გამოსრულნი ჰურიათა ოდენ მიუთხრობდეს, არამედ რომელნი-იგი კჳპრით და კჳრინით იყვნეს, ესენი, ვითარცა მეცნიერნი ბერძლ მეტყუელებისანი, უმეცართა მათ ებრაულისათა უქადაგებდეს სახარებასა იესუჲს მიერ გამოჴსნისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის