თარგმანი: რაჟამს სამარიტელთა მოქცევაჲ ესმა, განიხარეს და მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე. ხოლო აწ რაჲსათჳს წუხან სმენითა წარმართთა მოქცევისაჲთა? ამისთჳს, რამეთუ სამარიტელნი ზოგნი ჰურია იყვნეს, ხოლო წარმართნი — ყოვლად უცხო შჯულისაგან ჰურიათაჲსა. წარმართნი უკუე მრავალ თესლ იყვნეს და საშურველ, ხოლო სამარიტელნი — ერთ, და არა ფრიად საშურველ. და კუალად, ესოდენ მოშურნე იყვნეს ჰურიანი მამულთა შჯულთა დაჴსნისათჳს, რომელ არცაღა თუ თავისაგან მოციქულთაჲსა და მოძღურისა ყოველთაჲსა შეიკდიმეს მხილებად მისსა წარმართთა შეხებისათჳს.
მოციქულთა საქმეები 11:3
2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ:
მოციქულთა საქმეები თავი 11