მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 12:14

13. როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე.14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.15. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო.
მოციქულთა საქმეები თავი 12
14. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი, და იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი. სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას. ხოლო მათ ჰრქუეს მას ვითარმედ: ჰბორგი? ხოლო იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს (12,13-15).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მჴევალნიცა ერთ-პატივ იყვნეს და სწორ უფალთა სიმდიდრითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-ესე აწ, რომელსა ესმა ჴმაჲ რეკებისაჲ, და ცნა, ვითარმედ პეტრე არს, სიხარულისაგან ძლეულმან არა განუღო კარი, არამედ რბიოდა წინა-ხარებად სურვიელთა მიმართ, რომელი-ესე ამისთჳს განეგო, რაჲთა არა მოულოდებელითა სიხარულითა საოცარ ჰგონონ მეყსა შინა წარმოდგომაჲ პეტრესი. ამისთჳს წინაჲსწარ განიწუართნეს გონებანი მათნი ცილობითა მახარებელისა მის მათისა მჴევლისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის