თარგმანი: ზედაჲს-ზედა ჰრეკდა, რამეთუ წარსლვაჲ ეგულებოდა და ისწრაფდა ღამე დამალვად უეჭუსა ადგილსა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, მყის დააცხრვო შფოთებაჲ მათი მითხრობითა სახესა თჳსისა საპყრობილით გამოჴსნისასა. და ამცნო, რაჲთა მიუთხრან იგი, არა საჩუენებელად და საქადულად ყოველსა ერსა, არამედ იაკობს და ძმათა ოდენ ყოველთა, რაჲთა არღარა იურვოდინ მისთჳს. ამისსა შემდგომად განვიდა და წარვიდა დამალვად, რამეთუ არა ბრძანებულ იყო მსგავსად პირველისა, ვითარმედ: მივედ და დადეგ ტაძარსა შინა, არამედ დუმილით მიფარვაჲ იგი ანგელოზისაჲ აწუევდა მას დამალვად, რამეთუ არა ყოველსავე ღმერთი იქმს, არამედ რომელსამე ჩუენ გჳბრძანებს ქმნად კრძალულებასა თავთა ჩუენთასა, რაჲთა არა შთავსთხინეთ განსაცდელსა.
მოციქულთა საქმეები 12:17
16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.18. განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო?
მოციქულთა საქმეები თავი 12