თარგმანი: ვიეთნიმე ამის საქმისათჳს აბრალებენ თავსა მოციქულთასა და იტყჳან, ვითარმედ მის ძლით მოიკლნეს მცველნი იგი. ხოლო ბრალობაჲ ესე მიიწევის ღმრთისა, რამეთუ იგი იყო გამომყვანებელი პეტრესი ანგელოზისა მიერ. იხილე, საყუარელო, რამეთუ პეტრეს ბრალობითა ღმრთის მაბრალობელ იქმნები, უკუეთუ არა მყის განიფრთხო და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არავისი არს აქა სხჳსაჲ ბრალი თჳნიერ ჰეროდეს მძჳნვარებისაჲ, რომელსა არა ეხილვა საპყრობილე განთხრილი, არცა ჯაჭუნი დაჭრილნი და დაჴსნილნი, ხოლო უკუეთუ საპყრობილით დაჴშულით და მცველთა გარე-მომცველთაგან და ჯაჭუთა გებულად დაცჳვნებულთაგან გამოიტაცა პეტრე (ცხად არს, ვითარმედ — არა ვისგან სხჳსაგან, თჳნიერ საღმრთოჲსა განგებულებისაგან), არა სრულიად პირუტყულისა გულის-წყრომისაჲ არსა საქმე ესე? რამეთუ რაჲ მიზეზი ჰპოვე, ჵ განლიგებულო, განიკითხენ რაჲ მცველნი; ნუ-უკუე ქრთამი მიეღოა მისგან, რომელსა-იგი არცა თუ ერთისა მკელობელისა დავრდომილისათჳს რაჲმე აქუნდა მისაცემელად, არათუმცა კაცთა ესოდენთა მჴედართა? ანუ უდებებით სცვიდესა? არამედ წამებს საპყრობილე გებული და ჯაჭუნი მრთელად დაცჳვნებულნი და ესოდენნი იგი დღენი პყრობილებისა მისისა და...
მოციქულთა საქმეები 12:18
17. ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.18. განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო?19. ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
მოციქულთა საქმეები თავი 12