თარგმანი: არა ესე არს საქმე მეფისაჲ, რაჲთა შფოთსა ერისასა აღაზრზენდეს მკლველობისათჳს, არამედ რაჲთა აყენებდეს და განაკრძალებდეს მათ. ხოლო ესე აღრიპპა ჰეროდე სხჳსა ჩჩჳლთმკლველობასა ჰბაძავს, და კულად სხჳსა ჰეროდესსა — მოკლვასა წინამორბედისასა, სიკუდილითა იაკობისითა და შეპყრობითა პეტრესითა. და ამას ჰყოფს დღესასწაულსა მას უცომოებისასა, რომელსა ჰურიანი ფასეკ უწოდდეს, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს სიმრავლე იგი მედღესასწაულეთა მათ ჰურიათაჲ, რომელთა-იგი წყურილი უწყოდა სიკუდილისათჳს პეტრესსა, რამეთუ მას ხედვიდეს თავად მბრძოლთა და მახჳლად ბანაკისა მოციქულთა, ბრძოლად მათდა განწყობილთაჲსა. გარნა შენ იხილე ჰურიათაჲ, ვითარ მკლველობისა ბრალსა არა ერიდებიან, ხოლო დღეთა დღესასწაულისათა იზმნიან საჩუენებელად კაცთა, და გარეგან დღესასწაულისა, ქმნითა სისხლის-მსუმელობისაჲთა სირცხჳლსა თჳსსა ჰფარვენ უმრავლესისა ერისაგან. ამისთჳს აღრიპპა სცავს მოციქულსა ოთხთა მიერ ოთხეულთა, რომელ არიან ათექუსმეტნი კაცნი, რომელნი-იგი ოთხ-ოთხი ოთხად განიყოფდეს ცვასა ღამისასა, რაჲთა უფრთხილესად სცვიდენ.
მოციქულთა საქმეები 12:4
3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო).4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა.5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.
მოციქულთა საქმეები თავი 12