მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 12:6

5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.
მოციქულთა საქმეები თავი 12
6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას (12,6).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მიამყოვრა ღმერთმან გამოყვანებაჲ მისი საპყრობილით ვიდრე მუნ ჟამამდე, რომელსა ხვალისაგან მისცემდეს სიკუდიდ, რაჲთა მოციქულსა ჭირთა თავს-დებაჲ ასწავოს, და რაჲთა პირისაგან სიკუდილისა გამოტაცებაჲ მისი უსაკჳრველეს ყოს. რამეთუ ესოდენ კრძალულებით სცვიდეს სიკუდიდ, რომელ ორნი მჴედარნი მარადის მის თანა შეკრულ იყვნიან, და ჯაჭუნი — ორკეც, ხოლო სხუანი იგი წინაშე კართა დგეს დასად-დასად მღჳძარენი, რაჲთა ვერ ივლტოდის მათგან. ხოლო მოციქული უზრუნველად მძინარე იყო, ვითარცა ახოვანი და უშიში სულითა, რამეთუ ღმრთისადა მიეტევა ყოველი ზრუნვაჲ თჳსი. არამედ მოწაფენი მისნი ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა შვილნი მამის მოყუარენი, ღამის-თევით მღჳძარე და ლოცვასა შინა დადგრომილ იყვნეს ცხორებისათჳს მისისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის