მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:21

20. შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.
მოციქულთა საქმეები თავი 13
21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიერითგან ითხოვეს მეფე და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ, და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი (13,21-22).:

თარგმანი: უკუეთუ ამითვე სიტყჳთა ეძიებდე წიგნსა შინა მეფეთასა, არა გეპოოს სიტყუაჲ ესე დავითისათჳს, რომლითა ცხად არს, ვითარმედ საულის მიმართი იგი სიტყუაჲ სამოელისი უფლისა მიერი; ვითარმედ — "არა დაიმარხე მცნებაჲ ჩემი, რომელ გამცნო შენ უფალმან, ამისთჳს არა დაადგრეს მეფობაჲ შენი და იძიოს უფალმან თავისა თჳსისა კაცი გულისაებრ მისისა, და დაადგინოს იგი უფალმან მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ შენ არა დაიმარხე რაოდენი გამცნო შენ უფალმან" () ესე სიტყუანი მცირედ-რე შეცვალებულითა სიტყჳთა და მითვე ძალითა თქუნა აქა მოციქულმან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის