თარგმანი: ვინაჲთგან სასურველად აქუნდა ჰურიათა სახელი დავითისი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ძე მისი არს ჴორციელად, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ — უფალსა იესუს, რომლისა თანა-მდებ ხართ შეწყნარებად მეუფედ თქუენ ზედა, რამეთუ ძე არს მეფისა თქუენისა დავითისი ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა არა არაარსისაგან მოყვანებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამისა თანა მყოფი, აწ აღსასრულსა ჟამთასა მის მიერვე თქუენთჳს ჴორცთ-შესხმითა აღდგინებული, რამეთუ აღდგინება არს სახილველ-ქმნაჲ უხილავისაჲ. ამისისა მოსლვისა მოწამედ იოვანეს მოიყვანებს, ხოლო პირად შემოსლვისა იტყჳს ჴორცთ-შესხმასა მისსა, რომლისა განცხადებაჲ ჟამსა მას იქმნა იოვანეს ნათლის-ცემისასა წყლითა სინანულისაჲთა, რამეთუ ესე ჟამი ცხადად საცნაურ იყო ყოველსა შორის ერსა ისრაელისასა წარჩინებულებისაგან იოვანესსა.
მოციქულთა საქმეები 13:24
23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.
მოციქულთა საქმეები თავი 13