თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო წერილთაგან, რაჲ-იგი უყვეს ჰურიათა ქრისტესა, და საფლავსა დადვეს, რამეთუ რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით, მას ძალ-ედვა პირველ სიკუდილისა ჴსნაჲ მისი. არამედ ჯერ-იყო აღსრულებაჲ წერილთაჲ. ამისთჳს არა დატევება, არამედ განგებულება იყო სიკუდიდ განცემაჲ მისი. ხოლო შენ რაჟამს მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ გესმოდის, ნუ უდარესობად მამისა შეჰრაცხ, რამეთუ მამაჲ არარას იქმს თჳნიერ ძალისა თჳსისა, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს მე მხოლოდ-შობილი. ამისთჳს, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე მე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღმადგინებელ არს ჴორცთა ტაძრისა დაჴსნილისა.
მოციქულთა საქმეები 13:29
28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.
მოციქულთა საქმეები თავი 13