მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:35

34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
მოციქულთა საქმეები თავი 13
35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით, და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ", რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (13,34-35).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ არა ჯერ-არს ჴორცთა სიტყჳსა ღმრთისათა, რაჲთამცა ანუ პირველ ვნებისა უხრწნელად და უვნებელად ვინ იტყოდა და უკუდავად, ანუ შემდგომად ვნებისა და აღდგომისა კუალად მქონებელად ხრწნილებისა და მოკუდავებისა, ანუ ვნებათა შეწყნარებისა, რამეთუ ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი და ხრწნილებანი ჩუენნი მიიხუნა ჴორცთ-შესხმითა და აქუნდეს ვიდრე ჯუარ-ცუმადმდე. ხოლო შემდგომად აღდგომისა უხრწნელ და უვნებელ ყო ვნებულებაჲ და მიკუდავებაჲ ჩუენი. ამის პირისათჳს შემოიღო მოციქულმან სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან ფსალმუნთაჲსა და ესაიაჲსსა. ხოლო ესაიაჲსი ესე სიტყუაჲ დაღაცათუ სამეოცდაათთა და სხუათა თარგმანთაგან ესრეთ გუაქუს ჩუენ: "აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ საუკუნოჲ, წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ" (), არამედ მოციქული ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ", რამეთუ, ვითარცა ჭეშმარიტად ებრაელი, თჳთ თარგმნის ებრაულისგან, და არა ჩუენთა თარგმანთაგან იჴუმევს სიტყუასა. რამეთუ მათგან თარგმნილსა "მიგცე" არა წერილ არს, არამედ მოციქული თჳთ ებრაულისაგან იტყჳს, ვითარმედ: "მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის