თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი დავითის თქუმული იყო, ვითარმედ "არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (), რაჲთა არა თქუან ჰურიათა, ვითარმედ ეგე თავისა თჳსისათჳს უთქუამს დავითს, ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, "რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა განზრახვასა ღმრთისასა და დაიძინა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი". ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ცხად არს ქრისტესთჳს თქუმულთბაჲ განსახრწნელისა არა ხილვისაჲ, და ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს იტყოდა დავით სიტყუასა ამას, რამეთუ დავით მას ერთსა ოდენ ნათესავსა შინა ცოცხალ იყო, და ამისსა შემდგომად ჰმსახურა ღმრთივ დადებულთა ბუნებითთა შჯულთა სიკუდილისათა, და შეისუენა და იხილა განსახრწნელი. ხოლო ქრისტე, რომელი-იგი ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ღმრთისა მიერ მამისა აღდგინებულად ითქუმის, არა იხილა განსახრწნელი ჟამსა მას სიკუდილისა თჳსისასა, რამეთუ დაღაცათუ მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ეგრეთცა შეუხებელად დაიცვნა ხრწნილებისაგან სული და ჴორცნი თჳსნი.
მოციქულთა საქმეები 13:36
35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.37. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
მოციქულთა საქმეები თავი 13